კომპლექსური დავალების ზღაპრული დასასრული - ქვიტირის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა „რწყილი და ჭიანჭველას“ გმირები „გააცოცხლეს“
13-07-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობდნენ.

მათ შორის, აღსანიშნავია მე-3 კლასში მათემატიკაში ჩატარებული კომპლექსური დავალება.

„კომპლექსური დავალების ზღაპრული დასასრული. 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში მე-3 კლასში მათემატიკის მენტორი მასწავლებლის, მიმოზა ჩოგოვაძის მიერ განხორციელდა კომპლექსური დავალება მათემატიკაში - „რწყილი და ჭიანჭველა“.

დავალების დასასრულს პრეზენტაცია განსხვავებული ფორმატით იქნა წარმოდგენილი. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის „რწყილი და ჭიანჭველას“, პერსონაჟები, დაიხმარეს სხვა ზღაპრის გმირებიც და ხტუნვითა და სიმღერით აღწერეს „რწყილის“ მიერ განვლილი გზა და შესრულებული ათივე დავალება. მოხდა ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირება მათემატიკასთან. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის (კლასის დამრიგებელი)- მაია ბაჯაძის და მუსიკის მასწავლებლის, გია ჩოგოვაძის დახმარებით შევძელი მოსწავლეებისათვის ერთი საინტერესო და სახალისო დღე მეჩუქებინა და რაც მთავარია, პასუხი გაეცა კომპლექსური დავალების საკვანძო შეკითხვას, შესაბამისად სასურველი შედეგიც მიღწეული იქნა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203