თბილისის N14 საჯარო სკოლის სამ წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა
13-07-2022
თბილისის N14 საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მარიამ ჭინჭარაულს, დაჩი მამულაშვილს და მარიამ ახვლედიანს პორტაბელური კომპიუტერები სკოლაში საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.