„ჩვენი საქართველოს“ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული შემაჯამებელი გაკვეთილი ფარცხანაყანევის N1 სკოლაში
13-07-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო იყო შექმნილი.

მათ შორის, 10 ივნისს სკოლის V-VI კლასებში საგანში - „ჩვენი საქართველო“ დასკვნითი, ზეპირი, შემაჯამებელი გაკვეთილი გაიმართა. საგნის მასწავლებელი ზაზა კიწმარეიშვილი გახლდათ.

გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი აქტივობები: მოსწავლეებმა შეძლეს საქართველოს კუთხეების ამოცნობა და ჰორიზონტის მხარეების გაგება, შესაბამისობის პოვნა, ვიზუალური მასალა- საქართველოს ქალაქების ამოცნობა და ასევე, წარმოადგინეს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციები ლეგენდების, თქმულებების და ისტორიების სახით ბუნების და ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ.

გაკვეთილმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, მას მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა უკუკავშირი მიიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203