ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის სამი წარჩინებული კურსდამთავრებული სიგელით დაჯილდოვდა
13-07-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლა ოქროს მედალზე შემდეგმა მოსწავლეებმა: თეა შაინიძემ, მარი სურმანიძემ და ანა ხოზრევანიძემ დაასრულეს.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულებისთვის სიგელები გადასცა.

„სკოლის წარმატებული სახეები „ოქროს მედალოსანი“ გოგონები!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203