ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ხარშილაძე ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
13-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

მათ შორის ერთ-ერთია ლიზი ხარშილაძე, რომელმაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსში - „ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ“ წარმატებით იასპარეზა და დიპლომი დაიმსახურა. 

მოსწავლეს დიპლომი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ივანაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზეიმოდ გადასცა. 

სკოლის დირექტორი ინა ბიწაძეს მოსწავლის წარმატება ახარებს და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობას უხდის.

„უღრმესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ლევან ივანაშვილს და ჩვენს წარმატებულ მოსწავლეს, ლიზი ხარშილაძეს. ძალიან გაგვახარეთ!“,- აღნიშნულია დირექტორის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203