ბობოყვათის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა: ბექა ბერიძემ, ანა ჯაბნიძემ და ზაზა ლაზიშილმა სწავლა მედალზე დაასრულეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ზოიძემ რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს საზეიმო ვითარებაში ფასიანი საჩუქრები/სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა.
„გვიყვარხართ და გვეამაყებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტო: