ქუთაისის N19 საჯარო სკოლას მადლობის სიგელი გადაეცა
13-07-2022
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად, წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თუ აქტივობა ჩატარდა, რომლებმაც სკოლას წარმატება მოუტანეს.
მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ქუთაისის N19 საჯარო სკოლა მადლობის სიგელით დააჯილდოვა;
სიგელი სკოლას 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მანდატურის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცა.