ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ზარანდია საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
13-07-2022
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ლიზი ზარანდია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
სკოლის დირექცია მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„მთელი სკოლის სახელით ვულოცავ ამ წარმატებას საამაყო მოსწავლეს, მის პედაგოგებს და მშობლებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.