მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარჩინებით სწავლისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
13-07-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მარიამი ნაჭყებია, ლუკა მაშავა და მარიამი შენგელია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.

„პანდემიის გამო წარჩინებულ მოსწავლეთა კომპიუტერებით დაჯილდოვება ორი წელია არ აღნიშნულა. დიდი იყო მოსწავლეთა და პედაგოგთა სიხარული, როცა მივიღეთ ინფორმაცია ტრადიციულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამი ნაჭყებია, ლუკა მაშავა და მარიამი შენგელია დაჯილდოვდნენ კომპიუტერებით სანიმუშო და წარმატებული სწავლისათვის, რაც მათი და პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგია. ყოჩაღ მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203