ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში გადავიდა
13-07-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლის ეკოკლუბი მასშტაბურ გარემოსდაცვით სასკოლო კონკურსში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალში გადავიდა, რაც მთელი სკოლისთვის სასიხარულოა.

„ეკოკლუბის მიერ წლის განმავლობაში შესრულებული აქტივობების შეჯამება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. გარემოსდაცვითი პროექტის დღევანდელი ნახევარფინალი ჩვენთვის გახდა ფინალი, როდესაც გამოაცხადეს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლა ფინალში გადავიდა. ეს არის დაუვიწყარი მომენტი.

მადლობა ბავშვებს, რომ არაჩვეულებრივად წარადგინეს პრეზენტაცია ჟიურის წინაშე და ერთიანი ძალით გადავედით ფინალში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკო კლუბის წევრები არიან:

  • ლალაზარ აროიან, სკოლის დირექტორი;
  • თამარა ბადოიან, ბილინგვური განათლების ორდინატორი;
  • რიპსიმე აროიან, ტექნოლოგიების მასწავლებელი.

მოსწავლეები:

  • ალექსან სანამიან;
  • დაიანა ამბარიან;
  • ასტხიკ არუთიუნიან;
  • ვიკტორია კარაპეტიან;
  • სათენიკნ გომციან;
  • არმინე ბეზოიან;
  • გოჰარ რაფაელიან.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203