„ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მასწავლებლებს“- ცხმორისის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ანრი მამუჭაძე კომპიუტერით დაჯილდოვდა
შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის მოსწავლე ანრი მამუჭაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა.
ანრი მამუჭაძემ 2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებით დაასრულა ცხმორისის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური.
„ეს ჯილდო ჩემი პირველი წარმატებაა, რაც მეტ სტიმულს მომცემს, რომ ვიყო უფრო წარმატებული ცხოვრებაში. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მასწავლებლებს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ“,- ამბობს ანრი.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.