ხიდრის საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დასაჩუქრდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე - მარიამ ჩაჩანიძე, მიშიკო ბერაძე და ლუკა ბერაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ხიდრის საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს - მარიამ ჩაჩანიძეს, მიშიკო ბერაძესა და ლუკა ბერაძეს, 2021-2022 სასწავლო წელს, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის ლეპტოპები გადაეცათ.
გილოცავთ ამ ჯილდოს, გისურვებთ გესწავლოთ, გეშრომოთ და მუდამ დაგფასებოდეთ თქვენი მონდომება. უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს, დირექციას დაუღალავი ზრუნვისთვის, თქვენი დამსახურებაა ჩვენი მოსწავლეების წარმატება“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.