ახალქალაქის N4 სკოლის 15 მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
13-07-2022
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 2019-2020, 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
თხუთმეტ მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.