თბილისის N166 საჯარო სკოლის 24 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა
12-07-2022
თბილისის N166 საჯარო სკოლის 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
24 მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.
2019-2020 სასწავლო წელს სკოლას ჰყავდა საბაზო საფეხურის 11 წარჩინებული მოსწავლე;
2020-2021 სასწავლო წელს კი -14 მოსწავლე.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.