ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან არზიანი მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდა
12-07-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო წლის დასრულების მიუხედავად პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან კონფერენციებში კვლავ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

მათ შორის, აღსანიშნავია 28 ივნისს ხობის რესურსცენტრში მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია, რომელშიც სკოლის ქიმიის მასწავლებელი რუსუდან არზიანი მონაწილეობდა.

მასწავლებლებმა კომპლექსური დავალებები და მოსწავლეთა ნამუშევრები წარადგინეს. კონფერენციას ესწრებოდნენ საგნობრივი ექსპერტები და მოწვეული სტუმრები.

მონაწილეებს ხობის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბეატრისა რუსიამ სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203