ახალსოფლის საჯარო სკოლის 6 წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა
12-07-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - თამთა გოგიაშვილი, ლიზი კვინიკაძე, ლიზი ქართლოსიშვილი, მარიამ ტორაძე, ნინო მარტიაშვილი და გვანცა მუჯრიშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები თითოეულ მათგანს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203