ცხენთაროს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - გიორგი სალუქვაძე და დავით ბერძული პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
12-07-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცხენთაროს საჯარო სკოლის (აჯამეთის კორპუსის) წარჩინებულ მოსწავლეები- გიორგი სალუქვაძე და დავით ბერძული პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

„ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203