ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები -ანრი ხარებავა, ნატა ძაგანია და ლუკა ფიფია სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუქრდნენ
12-07-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ანრი ხარებავა, ნატა ძაგანია და ლუკა ფიფია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.  

„პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლეპტოპებით დააჯილდოვა საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები: ანრი ხარებავა,ნატა ძაგანია და ლუკა ფიფია. სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მათ ამ დიდ ჯილდოს და უსურვებენ მორიგ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203