ზარიძეების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
12-07-2022

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ. 

სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იმართებოდა. მათ შორისაა „მკითხველთა კლუბის“ შემაჯამებელი ღონისძიება „წიგნების თარო“. ის ქართული სატელევიზიო გადაცემის ანალოგი იყო.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებიტა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ტავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, ის მე-9 კლასის მოსწავლეებისგან ანა ჩიტაურის, ლიზი თეთრუაშვილისა და ქეთი ქაშიაშვილისგან შედგებოდა.

„მკითხველთა კლუბისა“ და თამაშის აქტიური მონაწილეები ლადო დაიაური და ანა ლიქოკელი, გამარჯვებულები, ასევე „აქტიური მკითხველები“ წიგნებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

პროექტისა და ,,მკითხველთა კლუბის“ ხელმძღვანელები ხალიანა ცალუღელაშვილი და ნანა ცალუღელაშვილი არიან.

„ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.
მადლობა ჩვენს ყოფილ მოსწავლეს ნატალი სუარიშვილს და ყველას, ვინც კითხვების შედგენაში მიიღო მონაწილეობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203