წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ჯურხაძე და ქრისტინა მიკირტიჩიანი ეკობანაკში იმყოფებოდნენ
12-07-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა და ბანაკებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
მათ შორის, IXა კლასის მოსწავლეები - მარიამ ჯურხაძე და ქრისტინა მიკირტიჩიანი „მწვანე ბანაკში“ 5 დღიან საგანმანთლებლო აქტივობებში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეების დამრიგებელი ნათელა ბაზაძე) გახლავთ.
პროექტ „თანამშრომლობა სუფთა გარემოსათვის“ ფარგლებში, წყალტუბოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოეწყო „მწვანე ბანაკი“, რომელშიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 26 მოსწავლე მონაწილეობდა.
„მოსწავლეები თვლიან რომ ეს იყო საქმიანი ხუთი დღე, რომელიც დატვირთული იყო საგანმანათლებლო აქტივობებით. გაიგეს ნარჩენებიდან სხვადასხვა ნაკეთობების დამზადება, ამაღლდა მათი ეკოლოგიური ცნობიერება, იმართებოდა საინტერესო აქტივობები.
აღსანიშნავია ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“ კითხვები ეხებოდა გარემოსდაცვით საკითხებს, გაიმარჯვა მარიამ ჯურხაძის გუნდმა. „მწვანე ბანაკის“ მუშაობა შეაჯამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონმა გია ყურაშვილმა, რომელმაც ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატი გადასცა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს