ქორეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
12-07-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ნინო გუდაძე, მარიამ ეზიაშვილი, ნატო ფარქოსაძე, მაგდა ბერიძე, ნოდარი ეზიაშვილი და თორნიკე მოდებაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ქორეთის საჯარო სკოლის შრომისმოყვარე, ბეჯითი, ნიჭიერი მოსწავლეები: ნინო გუდაძე, მარიამ ეზიაშვილი, ნატო ფარქოსაძე, მაგდა ბერიძე, ნოდარი ეზიაშვილი და თორნიკე მოდებაძე.  გილოცავთ, მრავალი წარმატება თქვენ!
დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმატებული მომავლის შექმნისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203