უჩხოს საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საბაზო საფეხური 10 ქულაზე დაამთავრა 
12-07-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით, 10 ქულაზე ორმა მოსწავლემ, ლიზი შავაძემ და ქრისტინა ბოლქვაძემ დაასრულა. 

წარჩინებული მოსწავლეები, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, კომპიუტერის მიღების კანდიდატები არიან.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203