ჩიბათის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტულ-გასართობი ფესტივალი გაიმართა
12-07-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში, დაწყებით საფეხურზე, კომპლექსური დავალების „შემაჯამებელი შიდასასკოლო ფესტივალი“ გაიმართა. მისი თემა მძლეოსნობის ელემენტებით - რბენა, ხტომა, ტყორცნა - სახალისო, მოძრავი თამაშები იყო. 

მის მიმდინარეობაში მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203