ძევრის საჯარო სკოლის ბანაკს რუფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ
12-07-2022
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის ბანაკს „ძევრის სკოლა 2022“ რუფოთის საჯარო სკოლა შეუერთდა. 

ბანაკში მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ერთვებიან. ისინი ცოდნის დონეს იღრმავებენ და შემოქმედებით უნარებს ივითარებენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ძევრის სკოლაში მოსწავლეების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები მათ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ და სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203