კორბოულის N1 საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
12-07-2022

ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა დაემშვიდობა და წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203