თბილისის N120 საჯარო სკოლის 11 წარჩინებული მოსწავლე სწავლაში მოპოვებული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
12-07-2022
თბილისის N120 საჯარო სკოლის 2019-2020 და 2020-2021 წლების საბაზო საფეხურის 11 წარჩინებული კურსდამთავრებული პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექტორმა, მზია ვახტანგიშვილმა წარჩინებულ მოსწავლეებს, მშობლებთან ერთად, პორტაბელური კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ მოპოვებულ წარმატებას: საბა ვახტანგიშვილს, ნინო ზოზრაშვილს, ნინი ბილიხოძეს, ლიზი თევზაძეს, ლუკა ლაშაურს, მარიამ მოდებაძეს, ბარბარე კორძაძეს, გიორგი კვეკვესკირს, ნინო გოგატიშვილს, გიორგი ზაქარაშვილს, ვახტანგ მაჭავარიანს !
გისურვებთ, რომ მომავალში წარმატებების მწვერვალები დაგეპყროთ! გვეამაყებით!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203