მარტყოფის N1 საჯარო სკოლის 7 წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
12-07-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის 7 წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ სკოლის შემდეგ მოსწავლეებს:
1. ნინო საათაშვილი;
2. სალომე ჩიტრეკაშვილი;
3. მაგდა უსტარაშვილი;
4. დალი კეჟერაშვილი;
5. ქეთი ებილაშვილი;
6. მეგი გელიაშვილი;
7. ქეთევან მამუკაშვილი.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩვენი სკოლის 7 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადასცა. წარმატებები ჩვენო საამაყოებო. თქვენი მოტივაცია გადამდებია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს