„ვამაყობთ თქვენით!“- ალგეთის N1 სკოლის 21 მოსწავლეს წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერი გადაეცა
12-07-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლის 21 წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის 10 ქულით გამარჯვებულ და კომპიუტერებით დაჯილდოვებულ 21 მოსწავლეს გულითადად ვულოცავთ ამ დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ ცხოვრებაში! ვამაყობთ თქვენით, როგორც ალგეთის პირველი საჯარო სკოლის კოლექტივი!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203