ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული პერსონაჟები „გაასამართლეს“
12-07-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა. წლის მანძილზე დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება, აქტივობა თუ პროექტი შესთავაზეს. მოსწავლეებიც ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის, ვალია ენდელაძის ჩატარებული ღონისძიება თემაზე - „ლიტერატურული პერსონაჟები სამსჯავროზე“. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განიხილეს ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ პერსონაჟები. ღონისძიებაში VIII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, ადვოკატისა და პროკურორის როლი და ლიტერატურული პერსონაჟები გაასამართლეს.

„აღნიშნულმა ღონისძიებამ მსმენელი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამშობლოს სიყვარული, მისი ღირსებისა და დამოუკიდებლობის დაცვა უწმინდესი, უმაღლესი და უძლიერესია ადამიანის გრძნობა-მოვალეობათა შორის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203