თბილისის N39 სკოლის მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ
12-07-2022

თბილისის N39 საჯარო სკოლის 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ.

„სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას! წინსვლა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების ყოველი ნაბიჯის თანამდევი...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203