ზედაეწერის საჯარო სკოლის მასწავლებელი ია ძიმცეიშვილი etaloni.ge-სთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
12-07-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ია ძიმცეიშვილი etaloni.ge-მ სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.

etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სპეციალური დიპლომი მიანიჭა. 

ია ძიმცეიშვილი სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული და etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. 

„ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა, სიამოვნებით გავაგრძელებ კვლავაც. ღმერთმა გვიმრავლოს წარმატებული და აღსანიშნავი დღეები“,- გვწერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203