საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
12-07-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ნათია გელაშვილი, მარიამ ბარბაქაძე და ნინო ბარბაქაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203