ნატახტრის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა „რწყილი და ჭიანჭველა“ დადგეს
12-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას სიღრმისეული განათლება მისცეს. წლის მანძილზე მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობდნენ და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ, შორის აუცილებლად აღსანიშნავია მე-2 კლასში განხორციელებული სახალისო საგაკვეთილო აქტივობა - „რწყილი და ჭიანჭველა“. მეორეკლასელები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და როლები ოსტატურად მოირგეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203