თბილისის N16 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადაეცათ
12-07-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპი გადაეცათ.
ისინი 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეები არიან.
მათ სკოლაში ამ წარმატებას ულოცავენ და ამაყობენ.
„გრძელდება პორტაბელური კომპიუტერის გადაცემა. ამჯერად, მე-11ბ კლასის წარჩინებული მოსწავლეები მ.მალვენიშვილი და ნ. სამნიაშვილი გვესტუმრნენ სკოლაში, ვულოცავთ! (დამრიგებელი თ. ჩიტიშვილი). საბაზო საფეხურის წარჩინებულ თოთხმეტ მოსწავლეს გადაეცა ლეპტოპები. სკოლის დირექცია და მასწავლებლები გისურვებთ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო