ბოძაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის მუნიციპალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ.
მათ შორის, ისინი ხულოს მუნიციპალიტეტში, მინი ფეხბურთში გამართულ რამინ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში ჩაერთნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, საკუთარი სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„პატარებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს. ვულოცავ ჩემს არწივებს მორიგ გამარჯვებას და ვუსურვებ მრავალ წარმატებას.
მადლობა ტურნირის ყველა მონაწილეს, მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, რადგან ასეთი ღონისძიებები პირდაპირი მნიშვნელობით ემსახურება ახალგაზრდების სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და მის პოპულარიზაციას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: