ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები STEM კონფერენციაში მონაწილეობდნენ
11-07-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში ჩაერთნენ. 

IX კლასის მოსწავლეები ანანო ნარიმანიძე, ნინი სეთურიძე, გიორგი ზაქაიძე და პედაგოგები ანიკო წყარუაშვილი, ზურაბ ბერიძე და გვანცა წყარუაშვილი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ STEM კონფერენციაში მონაწილეობდნენ. მათ გამოფენაზე პროექტი „გალვანური ელემენტი“ წარადგინეს.

აქტივობაში ყველა მათგანი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

„პროექტი იყო ინოვაციური, შექმნილი ქონდა მაკეტი, სადაც ქიმიური ხსნარების რეაქციით გაანათეს თავიანთი საოცნებო პარკი, რამაც მოუტანა წარმატება. დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით, ფასიანი პრიზებითა და წიგნებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203