თბილისის N48 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
11-07-2022
თბილისის N48 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

დირექტორი ირმა ფუხაშვილი ყველა მოსწავლესა და თანამშრომელს ბედნიერ არდადეგებს უსურვებს. 

სკოლაში განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. იგეგმება სახურავის მთლიან პერიმეტრზე გამოცვლა, შეიცვლება საკანალიზაციო მილები და ორივე სართულის სველი წერტილები გარმონტდება. 

გარდა ამისა, დამონტაჟდება ცხელი წყლის სისტემა, შეიცვლება კიბის მოაჯირები და დაზიანებული ფანჯრები.

„დასრულდა 2021-2022 სასწავლო წელი...  ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ, ძვირფასებო... ჩვენ კი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომავალ სასწავლო წელს სკოლაში დაგხვდეთ გამართული ინფრასტრუქტურა და მოწესრიგებული სასწავლო გარემო“,- წერს დირექტორი ირმა ფუხაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203