„როდესაც სწავლა გიფასდება“- ლაშის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს, დიანა ლომსაძეს კომპიუტერი გადაეცა
11-07-2022
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლე დიანა ლომსაძეს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ დიანა ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეა.
მას სკოლაში ამ წარმატებას ულოცავენ დ მისით ამაყობენ. თავის მხრივ, სკოლას მადლობას მოსწავლის მშობელი უხდის.
„როდესაც სწავლა გიფასდება. დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, რომლებმაც წვლილი შეიტანეთ დიკოს წარმატებაში. გეამაყოთ თქვენი წარმატებული მოსწავლეებით“,- წერს მოსწავლის მშობელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს