თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე პერფორმანსით „გადამარჩინე რომ გადაგარჩინო“ აღინიშნა. მასში მთელი კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შთამბეჭდავი კლიპი გადაიღეს, რომლითაც ბუნების გაფრთხილებისკენ ყველას მოუწოდეს.
აღნიშნული პროექტის ავტორი თინათინ მუჯირიშვილი იყო.
„დიდი მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებისათვის, სკოლის დირექტორს, ბატონ გიორგი ლიჩელს და დირექტორის მოადგილეს- ეკატერინე ხიჯაკაძეს.
ასევე განსაკუთრებული მადლობა პროექტის ავტორს თინათინ მუჯირიშვილს, ვიდეორგოლისთვის პედაგოგს - ნანა ჯაფარიძეს და X კლასის მოსწავლეს - ირაკლი ჯალაბაძეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: