„დინარა ჭკადუა წავიდა ჩვენგან და უსაზღვრო ტკივილი, მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა“ - თეკლათის საჯარო სკოლა პედაგოგს გლოვობს
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა პედაგოგ დინარა ჭკადუას გლოვობს.
სკოლა პედაგოგის ოჯახსა და მოსწავლეებს უსამძიმრებს.
„ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“- ადამიანის სახელის უკვდავყოფს მისი განვლილი ცხოვრება, კვალი ნათელი განაპირობებს. ჩვენი სკოლის ღირსეული, ღვაწლმოსილი მასწავლებელი, საზოგადოების წინაშე დამსახურებული ადამიანი, დინარა ჭკადუა წავიდა ჩვენგან და უსაზღვრო ტკივილი, მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა. არასოდეს დაგივიწყებთ სულთათანა“,- ვკითხულობთ სკოლის სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგ დინარა ჭკადუას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და სკოლას.