უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული კოლეჯის სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
11-07-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

IX, X და XI კლასის მოსწავლეები, პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში, მასწავლებლის ლიანა სამნიაშვილის ხელმძღვანელობით, კოლეჯ „თეთნულდში“ იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები დაათვალიერეს. ასევე, კოლეჯის პროგრამას გაეცნენ. 

ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

„კოლეჯის ხელმძღვანლის, ქალბატონ ირმა ჯაფარიძის თბილმა მიღებამ, თითოეული თანამშრომლის საინტერესო საუბარმა,მოსწავლეთა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია.
მოსწავლეებმა აღფრთოვანებულებმა დატოვეს კოლეჯის შენობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203