„ცოდნით ვცვლით სამყაროს“- სორმონის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
11-07-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში პროექტი „ცოდნით ვცვლით სამყაროს“ წარმატებით დასრულდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. 

პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი ნანა ბოჭორიშვილი იყო. სკოლა მას და თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის.

„იანვრიდან მოყოლებული უჩეულო ფუსფუსი, წიგნების გაცვლა-გამოცვლა, საინტერესო და სახალისო ამბების გაზიარება, კონკურსის და შეჯიბრის მოლოდინი ფინალურმა შეხვედრამ დააგვირგვინა....მრავალფეროვანი კითხვები, პაზლები, ციტატები, ილუსტრაციები... დასაჩუქრებული ბავშვები, ბედნიერი სახეები - კონკურსის მსვლელობას მოსწავლეების მიერ საყვარელი წიგნების წარდგენა ავსებდა.. საბოლოოდ, ყველა შევთანხმდით, რომ „ცოდნა ყველაზე მძლავრი იარაღია სამყაროს შესაცვლელად",- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203