თბილისის N191 სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ლეპტოპები გადაეცათ
თბილისის N191 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპი გადაეცათ.
კომპიუტერი ნინო სუხიაშვილს, მარიამ მგელაძეს, ლუკა კვერცხიშვილს, ნინო ლელაშვილს, ლევან ქსოვრელს, ანი საყვარელიძეს, ლიზი თოფურიას, ნინო ბარბაქაძეს, თამარ კვერცხიშვილს, ლიზი გეჯაძეს, ნატალი ჭანტურიძეს, მარიამ ვალიშვილს, მარიამ მწარიაშვილს, თეონა ტიკურიშვილს, გვანცა ალავიძეს, მარიამ არველაძესა და მარიამ მენთეშაშვილს გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეები არიან.
მათ სკოლაში ამ წარმატებას ულოცავენ და ამაყობენ.
„ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.