
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა 11 ივლისს ჩატარდა, მასში სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო მაცუკატოვა და მე -9 კლასის მოსწავლე ნორიკ მარაბიანი მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
11 ივლისს კონკურსის პირველი ეტაპი ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები, ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 13 ივლისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
იხილეთ ფოტოები: