
თბილისის N192 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ.
მე-4ზ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა. ის 3 ტურად მიმდინარეობდა და მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
თითოეული მოსწავლე სიგელით დაჯილდოვდა.
„თავი მოუყარო იმ საკითხებს, რომლებიც თემატურ საკვანძო შეკითხვებსა და სამიზნე ცნებებზეა ორიენტირებული, მკვიდრი წარმოდგენები ჩამოუყალიბო და გაათავისებინო მოსწავლეებს, რათა მათთვის ნასწავლი საკითხები გონებითი ჩვევა გახდეს, დამეთანხმებით, მარტივი არაა. არც რთული და დაუძლეველი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: