
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ.
მათ შორის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ანიმაციური ფილმების ფესტივალში - „ექო თოფუზი“.
მოსწავლეებმა ნახატებით ჯერ მულტფილმის გმირები, შემდეგ კი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: