ლენჯერის N1 სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შემოქმედებითი ღონისძიებით დაასრულეს
11-07-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მეხუთე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

ღონისძიებაში მოსწავლეები მარიამ ნავერიანი, ლიზი გულედანი და გიორგი ნანიშვილი მონაწილეობდნენ.

მათი ხელმძღვანელი პედაგოგი თამარ შუკვანი იყო.

„სიმღერა, ცეკვა, პოეზია, მოცარტი, ვალსი
ასე ლამაზად დაგვემშვიდობნენ თამუნა მასწავლებელი და მეხუთეკლასელები.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203