ფარის საჯარო სკოლის მოსწავლე ჰაკათონის ფინალში გადავიდა - ნანა რეზესიძის ნამუშევრის წყალობით იაკობ გოგებაშვილთან ვირტუალურად საუბარია შესაძლებელი
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლე ნანა რეზესიძე „უნილაბის“ ორგანიზებულ ჩეთბოტების ჰაკათონში მონაწილებდა. მან წარმატებას მიაღწია და ფინალურ ეტაპზე ნამუშევრით - იაკობ გოგებაშვილი, გადავიდა.
ის ფარის ინოვაციური ცენტრის მოსწავლეა. ნანამ დავალება არაჩვეულებრივად შეასრულა. მისი ნამუშევრის წყალობით იაკობ გოგებაშვილთან ვირტუალურად საუბარია შესაძლებელი.
ჩეთბოტი ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერული პროგრამაა, რომელსაც შეუძლია გესაუბროს, თითოეული ჩეთბოტის უკან კი ნარატივ დიზაინერები დგანან.