ციხისძირის საჯარო სკოლაში ფეხბურთში მეგობრული მატჩი გაიმართა
11-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და სპორტულ ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის ციხისძირის საჯარო სკოლაში, ფეხბურთის ჩემპიონატის მეგობრული შეხვედრა ჩატარდა.

ერთმანეთს ციხისძირსა და წეროვნის N1 საჯარო სკოლის მე-10 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. 

თამაში სტუმრების სასარგებლოდ დამთავრდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203