ქუთაისის N23 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა წლის ბოლო, შემაჯამებელი კომპლექსური დავალება წარმატებით შეასრულეს
11-07-2022

ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავდნენ.

პირველი კლასის მოსწავლეებმა წლის ბოლო, შემაჯამებელი კომპლექსური დავლება შეასრულეს. ისინი მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

„პრობლემის ანალიზი, ძალადობა, კონფლიქტი, სიყვარული, მზრუნველობა, ურთიერთობები, თავაზიანობა - საკვანძო ცნებები იყო გაკვეთილზე. პატარების გასაოცარი მოსაზრებებით, არგუმენტებით, იდეებით დახუნძლული გაკვეთილი, პირველკლასელთა გულწრფელი ემოციებით გულგამთბარი სტუმრები“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203